ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დავასახელებთ, როცა ვლადიმერ პუტინისგან მითითებას მივიღებთ

დიმიტრი პესკოვი - სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დავასახელებთ, როცა ვლადიმერ პუტინისგან მითითებას მივიღებთ

სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დავასახელებთ, როცა ვლადიმერ პუტინისგან მითითებას მივიღებთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა პრეზიდენტისგან შესაბამის მითითებას მივიღებთ. მსგავსი მითითება ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთის დელეგაცია ხვალ, 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება“.
შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.