ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს - რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის

მარია ზახაროვა - თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს - რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის

თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსული დელეგაცია სტამბოლში „სერიოზული მუშაობისთვის“ ჩავიდა.
„როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.