მედია - რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაზიანდა პოლიკლინიკის შენობა - ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც პოლიკლინიკის შენობა დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანებიც იყვნენ მოყოლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
"დარტყმა ქალაქის ცენტრალურ უბანზე. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება“, - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლიკლინიკის შენობა დაზიანდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დახმარება ორმა ადამიანმა ითხოვა. ამასთან, მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.