ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გადადგა და ინდოეთში გაიქცა, მის ოფისზე იერიში მიიტანეს

ბანგლადეშში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა. როგორც გაზეთი Prothom alo წერს, ის სამხედრო შვეულმფრენით ინდოეთში გაიქცა.
ქვეყნის სამთავრობო და სამხედრო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური და მისი და სამშვიდობოს გაიყვანეს.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ფოლკერ ტიურკმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ “საშინელი ძალადობა ბანგლადეშში უნდა შეწყდეს”.
დედაქალაქ დაკაში პრემიერის ოფისზე იერიში მიიტანა ათასობით ადამიანმა. იუსტიციის მინისტრი ჰუკი იტყობინება, რომ ვითარება ქვეყანაში ფეთქებადია. მისი თქმით, არ იცის კიდევ რა მოხდება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ოპოზიციამ ხალხს მსვლელობისკენ მოუწოდა. მისი მიზანი პრემიერზე ზეწოლის გაძლიერებაა.
4 აგვისტოს დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდი არეულობა ბანგლადეშში.
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო საჯარო სამსახურში კვოტების დაწესების შემდეგ. მთავრობის ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობამ ადგილები თავისი მომხრეების სასარგებლოდ გაანაწილა. ახალი ნორმის უზენაესი სასამართლოს მიერ შეზღუდვის მიუხედავად, არ შეწყდა საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია პოლიციის ძალადობისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ