უკრაინის ცნობით, ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრნენ სამოქალაქო პირები

უკრაინის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა განახორციელა ხარკოვზე, რის შედეგადაც მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. დაზიანდა ქალაქის კლინიკაც.
უკრაინის ეროვნული პოლიცია უახლეს მონაცემებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა, მათ შორის კლინიკა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ფანჯრები, დაზიანდა მინიმუმ 25 სამოქალაქო ავტომობილი.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი მანამდე წერდა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე რუსეთის სამხედროებმა „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს ხარკოვის შევჩენკოს რაიონს.
„ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს მინიმუმ ხუთ დაშავებულ მოქალაქეს. ორი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სინეგუბოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს და რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი.
რუსეთი მთელი ომის განმავლობაში უარყოფს ბრალდებებს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე გამიზნული თავდასხმების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ