მედია: პუტინმა მოხსენება გარდაცვლილი პოლკოვნიკისგან მიიღო?

პუტინმა მოხსენება გარდაცვლილი პოლკოვნიკისგან მიიღო?
ვლადიმირ პუტინისა და საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე გვარდიული სადესანტო-საიერიშო დივიზიის (ე.წ. პსკოვის დივიზია) მეთაურის საუბრის ჩანაწერი გუშინ პროკრემლისტურმა მედიამ, ასევე კრემლის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნეს.
ჩანაწერში პუტინი პოლკოვნიკ აბდულაზიზ შიხაბიდოვს ეკითხება, აქვს თუ არა არმიას ყველაფერი, რაც სჭირდება, რაზეც შიხაბიდოვი პასუხობს, რომ ყველაფერი კარგად არის…
თუმცა, პოლკოვნიკი აბდულაზიზ შიხაბიდოვი, გავრცელებული ცნობებით, ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე დაიღუპა. იმავე წლის მაისში გამოცემა „აგენტსტვო“ (Агентство) წერდა, რომ დაღესტნის სკოლებში პატივს მიაგებდნენ პოლკოვნიკის ხსოვნას, რომელიც 76-ე დივიზიის მეთაურად დანიშვნიდან სულ ორი თვის შემდეგ დაიღუპა.
შიხაბიდოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას Z-არხებიც ადასტურებდნენ.