ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერთა სიიდან ერაყი და იორდანია „გაუჩინარდნენ“

შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა „გაუჩინარდა“ - ერაყი და იორდანია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც სამიტის შემდეგ კომუნიკეს ხელი მოაწერეს, 80-დან 78-მდე შემცირდა.
კერძოდ, განახლებულ სიაში აღარ შედიან ერაყი და იორდანია.
შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, თავდაპირველად, ხელს აწერდა 80 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და 4 ორგანიზაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.