ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერ ქვეყნებს კიდევ ერთი ქვეყანა გამოაკლდა

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერ ქვეყნებს კიდევ ერთი ქვეყანა, რუანდა გამოაკლდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სიას დაემატა მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც, 16 ივნისის მდგომარეობით, ხელმომწერთა შორის არ იყო.
შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, თავდაპირველად, ხელს აწერდა 80 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და 4 ორგანიზაცია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხელმომწერი ქვეყნების რაოდენობა 80-დან 78-მდე შემცირდა. კერძოდ, განახლებულ სიაში აღარ შედიან ერაყი და იორდანია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.