დიმიტრი ლუბინეცი – უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა

უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ და 4-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა, – ამის შესახებ
ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.
კომუნიკეს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა სომხეთმა, ასევე, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ.
კომუნიკე მშვიდობის სამიტზე განხილულ სამ ძირითად თემას მოიცავს – ჰუმანიტარულ, ბირთვულ და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს.
ასევე, გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ