ირანული მედია – პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაიღუპა 3 ქალი და 4 ბავშვი

სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არცერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, – იუწყება ირანული მედია.
ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა.
„ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული რამდენიმე ტერორისტი.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა დაადასტურა, რომ სამშაბათს პაკისტანში „ტერორისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ იერიშები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”