ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის მხრიდან განხორციელებული იერიშის შემდეგ პაკისტანმა ელჩი გაიწვია

პაკისტანმა ირანიდან თავისი ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ განხორციელებულ თავდასხმას ორი ბავშვი შეეწირა სამხრეთ-დასავლეთის ბალოჩისტანის პროვინციაში.
გადაწყვეტილება 17 იანვარს გამოაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც IRGC-ის მიერ ერბილის რეგიონზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის ფონზე თეირანიდან ერაყმა გაიწვია ელჩი.
"გასულ ღამით ირანის მხრიდან პაკისტანის სუვერენიტეტის პროვოცირების გარეშე და ღიად ხელყოფა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევას", - აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ პაკისტანი "უფლებას იტოვებს, უპასუხოს ამ უკანონო აქტს" და თავდასხმის "შედეგებზე" პასუხისმგებლობა ეკისრება ირანს.
ირანის თავდასხმა განხორციელდა ბალოჩისტანის რეგიონში მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც, ირანის განცხადებით, დაკავშირებულია სუნიტურ ექსტრემისტულ ჯგუფ ჯაიშ ალ-ადლთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.