ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა

თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს.
„ჰანიე, რომელიც ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული, თეირანის ჩრდილოეთით, ომის ვეტერანთა ერთ-ერთ სპეციალურ რეზიდენციაში რჩებოდა, როცა გაშვებულ რაკეტას მოწამეობრივად ემსხვერპლა“, - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.