ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს

დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.

ჰამასის განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო