ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ერთობლივი კონფერენცია ამერიკული მხარის მოთხოვნით არ ჩატარდება.
BBC-ის ინფორმაციით, ზელენსკისა და კელოგს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. გამოცემის უკრაინული წყაროები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, კელოგი სულ უფრო “გვერდზე იწევა” ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო ზელენსკი “მოტივირებულია” ბოლო დღეების მოვლენებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.