ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა გადაიდო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შეხვედრა, რომელიც 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უნდა გამართულიყო, გადაიდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, საუბარია შეხვედრის მოგვიანებით გამართვაზე და არა გაუქმებაზე.
ამასთან, უცნობია, გაიმართება თუ არა ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი, რომელშიც რუბიო იმყოფებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო, ვაშინგტონში დაბრუნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.