ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე – მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად

მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.
“ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. განვიხილეთ პირობები, რომლებიც უკრაინაში ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობისთვისაა საჭირო და შევთანხმდით, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.
პრემიერ-მინისტრს შევატყობინე პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ, და განვიხილეთ საკვანძო მესიჯები და ყველა ევროპელის პოზიციის კოორდინაციის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად.
ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოებდეს, ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, და ნატოს წევრობა პარტნიორებისთვის ყველაზე ხარჯთეფექტიანი იქნება. კიდევ ერთი საკვანძო გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტირებაა.
ასევე მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია