მედია: ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

მედია ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ როგორც სავიზო, ისე ფინანსური სანქციები უკვე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 16 სექტემბერს შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!