ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაფერი მსმენია – რიკარდ იოზვიაკი

არაფერი გამიგია ევროკავშირის ახალ ზომებზე საქართველოსთან მიმართებით ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკი გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“.
„ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაფერი მსმენია. შემდეგ ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, რაც დამოკიდებული იქნება ვითარებაზე. როგორც ადრე იყო ცნობილი“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.