პრემიერი „ფორმულას“ ინფორმაციაზე – ეს იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თუ საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, დაისჯება საზოგადოება

ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ“.
კობახიძის განცხადებით, ასეთ შანტაჟს მკაფიო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.
„რეალურად არ ვიცი, ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება – ეს არის მესიჯი. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ, ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.“-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ