არქივი31 მაისი, 2025, 10:22
დონალდ ტრამპი - უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ პრობლემის ვაგვარებდით და შემდეგ, უეცრად, რაკეტები რამდენიმე ქალაქს ესროლეს და ხალხი დაიღუპა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „კარგ ადამიანად თუ ცუდ ადამიანად“ თვლის, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა.
„მე ისეთი რაღაცები ვნახე, რამაც გამაკვირვა, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.