ზვიად ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ რუსული რეჟიმის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე – გელა მთივლიშვილი

ბათუმში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, შემთხვევა “შერატონში” მოხდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე.
,,ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის დატყვევების (დაპატიმრების) შემდეგ, ეთერის მოთხოვნით აქცია გვქონდა აჭარის საზმაუსთან, ბათუმში. აქციის მერე “ბათუმელების” ოფისში რამდენიმე აქტივობა დავგეგმეთ ტყვეობიდან მზიას გამოსახსნელად. ზვიადი (ქორიძე) დავტოვე “შერატონში” და მე წავედი სხვა სასტუმროში, სადაც ჯავშანი მქონდა. სასტუმროში მისვლიდან მალევე, ზვიად ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ რუსული რეჟიმის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე. მათთან სხვებიც იმყოფებოდნენ. პოლიცია გვიან მოვიდა და არაფერს აკეთებს.” – წერს მთივლიშვილი
რამდენიმე წუთის წინ ზვიად ქორიძემ თავდასხმის დეტალებზე თავად ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა