მდინარაძის მტკიცებით, ღარიბაშვილი ივანიშვილს არ გადაუყენებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, თანამდებობიდან გადადგომა ს სურვილი იყო და ბიძინა ივანიშვილს არ გადაუყენებია.
მამუკა მდინარაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 24 იანვრის შეხვედრაზე განიხილა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზეს, საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე პრემიერად დარჩენა და როტაციის შემდეგ განხორციელება, თუმცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს დრო გუნდისა და ხედვების ჩამოსაყალიბებლად.
„ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება“, — განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ფორმულირება „თანამდებობიდან გადაყენება“ შეურაცხმყოფელია.
„თმენის ვალდებულების და უდიდესი პასუხისმგებლობის თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს, უწევს იმის ატანა, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ფორმით არ თქვათ, რომ გადააყენა… რეალურად იყო მსჯელობა პოლიტსაბჭოზე, იყო გარკვეული საკითხები დაყენებული, თავად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებაც მოგახსენეთ“, — განაცხადა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
· რა უფლებამოსილება ექნება ჩამოქვეითებულ ღარიბაშვილს?
· წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ – ბრეგაძე ღარიბაშვილზე
· ღარიბაშვილი გადადგა – სრული სიტყვა

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი