“მდინარაძე ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს” – ბესელია

ეკა ბესელია სუს-ის ახალი შეფის, მამუკა მდინარაძის იმ მრავალწლიან გამოცდილებებზე საუბრობს, რომელზეც დღეს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ლაპარაკობდა და ტვ პირველთან, ამბობს:
“მდინარაძე ისევე გაუგებარია უსაფრთხოების სამსახურისთვის, როგორც ოხანაშვილი იყო. მრავალწლიანი გამოცდილებაო და რა გამოცდილება, საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა, გაათავისუფლეს ქრთამის აღების ბრალდებით. შემდეგ იყო ადვოკატი და იყო იმ რეჟიმის პირობებში ერთ-ერთი შუამავლი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა იმ პერიოდის ძალოვან უწყებებთან. ეს იყო მდინარაძის ბიოგრაფია, ძალიან კარგად იყო აპრობირებული წინა რეჟიმის დროს და მოიყვანეს ჩვენთან 2016 წელს. ასე რომ მის წარსული გამოცდილებაზე ჩვენ მაინც ნუ გვიყვებიან, მე ძალიან კარგად მახსოვს. შესაბამისად ასეთი პერსონა, რომელსაც წონა არ აქვს, ვერ იქნება იმ უწყებისთვის მისაღები”, – ამბობს ეკა ბესელია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?