ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესელია: მდინარაძე საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა და ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს

ბესელია: მდინარაძე საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა და ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს

ეკა ბესელია სუს-ის ახალი შეფის, მამუკა მდინარაძის იმ მრავალწლიან გამოცდილებებზე საუბრობს, რომელზეც დღეს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ლაპარაკობდა, თუმცა "ოცნების" პრემიერისგან განსხვავებით, ბესელია სულ სხვა ამბებს უმხელს "ტვ პირველს".

ბესელია ამბოსბ, რომ მდინარაძე ადრეულ წლებში საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა და ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს.

მდინარაძე ისევე გაუგებარია უსაფრთხოების სამსახურისთვის, როგორც ოხანაშვილი იყო. მრავალწლიანი გამოცდილებაო და რა გამცოდილება, საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა, გაათავისუფლეს ქრთამის აღების ბრალდებით. შემდეგ იყო ადვოკატი და იყო იმ რეჟიმისი პირობებში ერთ-ერთი შუამავლი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა იმ პერიოდის ძალოვან უწყებებთან. ეს იყო მდინარაძის ბიოგრაფია, ძალიან კარგად იყო აპრობირებული წინა რეჟიმის დროს და მოიყვანეს ჩვენთან 2016 წელს. ასე რომ მის წარსული გამცოდილებაზე ჩვენ მაინც ნუ გვიყვებიან, მე ძალიან კარგად მახსოვს. შესაბამსიად ასეთი პერსონა, რომელსაც წონა არ აქვს, ვერ იქნება იმ უწყებისთვის მისაღები", - ამბობს ეკა ბესელია. 

ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.