არქივი12 აგვისტო, 2024, 17:54
მაჰმუდ აბასი ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება
მაჰმუდ აბასი 13 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, 2021 წლის შემდეგ ეს მოსკოვში მაჰმუდ აბასის პირველი ვიზიტია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.