ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაჰმუდ აბასი - ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს

ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს, - ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს. ჩვენ ისრაელის გეგმებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლებიც გარკვეული დროებითი გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
მისივე თქმით, რუსეთში მომავალი ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო პროცესის განხილვას გეგმავს.
„ჩვენ საერთაშორისო შუამავლების „კვარტეტში“ და გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის როლს ძალიან ვაფასებთ, ისევე როგორც, მის პოზიციას საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად მშვიდობის მიღწევის მხარდასაჭერად. ასევე, ჩვენ პალესტინელებს შორის დიალოგისა და პალესტინის ფრაქციების პოზიციების დაახლოების საქმეში რუსეთის წვლილს ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნა მაჰმუდ აბასმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.