არქივი14 აგვისტო, 2024, 14:39
მაჰმუდ აბასი ხვალ თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა
მაჰმუდ აბასი ხვალ თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა და ხვალ თურქეთის პარლამენტს საგანგებო სხდომაზე სიტყვით მიმართავს.
პარლამენტის საგანგებო სხდომას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.
ცნობისთვის, გუშინ, მაჰმუდ აბასი ნოვო-ოგარევოში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.