მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ორი მამაკაცი დააკავეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამი წლის თავზე რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი მამაკაცი დააკავეს, – ინფორმაციას მედია საშუალებები ტელეკომპანია BFM TV-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დააკავეს.
დაკავებულები 48 და 59 წლის არიან. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე, აფეთქება მოხდა. რუსულმა მხარემ საფრანგეთისგან მომხდარის სრული გამოძიება მოითხოვა და განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტის ნიშნებს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე