ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარსელში ორი პირი დააკავეს რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ

მარსელში ორი პირი დააკავეს რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ

პოლიციამ საფრანგეთის ქალაქ მარსელში დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობაში. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება პოლიციაზე დაყრდნობით.
რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, მოხდა.
ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, ეჭვმიტანილები იმავე საღამოს დააკავეს მარსელში, უკრაინის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. ორი მამაკაცი რუსეთის საკონსულოს ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მარსელის პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საკონსულოს ბაღში ისროლეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 24 თებერვალს განაცხადა, რომ მომხდარს „ტერაქტის ყველა ნიშანი აქვს“ და საფრანგეთის ხელისუფლებისგან სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.