ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინჟინერმა და ქიმიკოსმა მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობა აღიარეს

ინჟინერმა და ქიმიკოსმა მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობა აღიარეს

ორი მამაკაცი, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე, 24 თებერვალს, ქალაქ მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოაწყვეს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მეცნიერები არიან.
ინფორმაცია თავდაპირველად 25 თებერვალს, საღამოს გაავრცელა გამოცემამ La Provence და მოგვიანებით, პროკურატურაზე დაყრდნობით, სხვა ფრანგულმა მედიასაშუალებებმაც.
მარსელის პროკურორ ნიკოლ ბესონის ინფორმაციით, დაკავებულებმა, 40 წლის ინჟინერმა და 50 წლის ქიმიკოსმა, ბრალი აღიარეს და განმარტეს, რომ მათი მიზანი იყო უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება. მეცნიერებმა რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე ისროლეს აზოტის და სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარევი სითხით სავსე სამი ბოთლი, რომელთაგან ორი აფეთქდა.
მარსელში, რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე, აფეთქება 24 თებერვალს, დილით მოხდა. არავინ დაშავებულა.
პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა მარსელში, უკრაინის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. ისინი რუსეთის საკონსულოს ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 24 თებერვალს განაცხადა, რომ მომხდარს „ტერაქტის ყველა ნიშანი აქვს“ და საფრანგეთის ხელისუფლებისგან სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.