პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაროკო ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს

მაროკო ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაროკო ღაზის ტერიტორიაზე დახმარების საჰაერო ბუშტების საშუალებით ჩამოგდებას გეგმავს.
მაროკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, მაროკოს სამეფო საჰაერო ძალების ექვსი გადამზიდი ხომალდი უკვე ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტისკენ მიემართება. ბენ გურიონის აეროპორტიდან მაროკოს საჰაერო ძალები ღაზის ჩრდილოეთით გაემართებიან, სადაც ჰუმანიტარული დახმარების შეკვრებს ჩამოაგდებენ.
ისრაელის მედიის ცნობით, მაროკოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაცია ისრაელთან კოორდინირებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.