არქივი9 მარტი, 2024, 13:50
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - დაღუპულთა რიცხვი ღაზას სექტორში 30 960-ს აღწევს
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 30 960-ს აღწევს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 72 524-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 82 პალესტინელი დაიღუპა და 122 დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.