მარკ რუტე – უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით

უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციებს ვდებთ, რათა გვქონდეს ყველაფერი ის, რაც გვჭირდება ჩვენი საზოგადოებების დასაცავად, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია, მათ შორის რუსეთიდან წამოსული საფრთხე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. ახლა, უკრაინა საბრძოლო ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად თავისი წვლილი ნატო-ს ყველა მოკავშირემ უნდა შეიტანოს.

ასევე, რუტეს განცხადებით, ნატო ტრანსფორმაციას განიცდის.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორები და კანადა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე უკვე მშპ-ს 4%-ს ხარჯავენ. ჩვენ წლების განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ, რეალურ თავდაცვით შესაძლებლობებს ვაშენებთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას