არქივი3 მარტი, 2026, 00:24
მარკ რუტე - არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ ნატო ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ჩაერთვება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ

ნატო ირანის წინააღმდეგ დარტყმებში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
„არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ ნატო ამაში ჩაერთვება ან ამის ნაწილი გახდება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ“, - განაცხადა რუტემ.
ამასთან, რუტემ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია შეაქო.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რასაც აშშ აკეთებს ისრაელთან ერთად, რადგან ანადგურებს და ამცირებს ირანის უნარს, რომ ბირთვული ან ბალისტიკური შესაძლებლობები მოიპოვოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.