ანი ნადარეიშვილი: არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის პოლიტიკური მოტივით შეკერილი, სადაც არ არსებობს არანაირი დაზარალებული, მოწმე და მტკიცებულება

არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებენ იმიტომ, რომ პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომები იხურება იმიტომ, რომ არ აქვთ მტკიცებულებები და საზოგადოებას უმალავენ.

“არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის პოლიტიკური მოტივით შეკერილი, სადაც არ არსებობს არანაირი დაზარალებული, მოწმე და მტკიცებულება. ზუსტად ამიტომ ხურავენ პროცესს, რომ საზოგადოებამ არ ნახოს, რომ მათ არაფერი გააჩნიათ.

არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებენ იმიტომ, რომ პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო, ის დამოუკიდებელი აღარ არის დიდი ხანია. ეს არის შენობა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ფორმდება”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  დღევანდელი სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ