მარკო რუბიო – ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯიდაში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
“ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა”, – განაცხადა რუბიო და დასძინა: თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის მშვიდობისთვის შემაფერხებელი”.
რუბიოს თქმით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს “პოზიტიური ნაბიჯი” დღევანდელ მოლაპარაკებებზე.
რუბიოს განცხადებით, ახლა “წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა