ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება არ განუხილავს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება არ განუხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება არ განუხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კითხვაზე, იყო თუ არა ევროკავშირთან დისკუსია რუსეთზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ამ ეტაპამდე ჯერ არ მისულან.
„ცხადია, ევროპელებს აქვთ სანქციების საკუთარი პაკეტი და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რაზე აპირებენ წასვლას“, – აღნიშნა რუბიომ.
რუბიოს თქმით, ევროპელებს მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საბოლოო გადაწყვეტაში, რადგან ევროპულ მხარეს სანქციები აქვს დაწესებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.