ევროპელი ლიდერები მიესალმებიან -უკრაინის შეთანხმებას და აცხადებენ, რომ “ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა”

ევროპელი ლიდერები მიესალმებიან -უკრაინის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საუდის არაბეთში.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, – დაწერა მაკრონმა X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.
განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომელიც “თბილად” მიესალმება ჯედაში მიღწეულ შეთანხმებას და ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის “ამ შესანიშნავ გარღვევას”.
“ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას” , – აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, შაბათს მოიწვევს მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე “შემდეგი ნაბიჯების განსახილველად“ და დასძინა:
“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანი გზით”.
ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.
“როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგნენ მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა , დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში”, – დაწერა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს