ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიოს განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის წარმომადგენლებს შეხვდება

მარკო რუბიოს განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის წარმომადგენლებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„მათ მომავალ კვირას შევხვდები და ამის შესახებ საუბარი გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს, თუმცა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ ძალაში რჩება.
„თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, მაშინ ყველა პრეზიდენტს აქვს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა. მე, როგორც დიპლომატი და ჩვენ ყველანი, მოგვარების სხვა გზებს ვამჯობინებთ, მათ შორის ვენესუელაშიც“, - აღნიშნა რუბიომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.