დონალდ ტრამპი – გრენლანდიაში და ჩინეთი არ გვსურს – გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით

გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„გრენლანდიაში და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება. ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს.
„მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს