არქივი6 იანვარი, 2026, 15:43
გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, დანიის პარლამენტში აშშ-თან ურთიერთობებს განიხილავენ

დღეს კოპენჰაგენში დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სხდომაზე ერთადერთი საკითხი – აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ფონზე სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უნდა განიხილონ.
შეხვედრა კრისტიანსბორგის სასახლეში გაიმართება და მას დანიის პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
სხდომაზე დანიის მთავრობას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები წარმოადგენენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.