ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დღეს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ღონისძიების ფარგლებში გაიმართება.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ASEAN-ის ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა მზადდებოდა.
ცნობისთვის, მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.