არქივი10 ივლისი, 2025, 15:09
მალაიზიაში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს

მალაიზიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ღონისძიების ფარგლებში იმართება.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს ერთმანეთს მიმდინარე წლის თებერვალში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში შეხვდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.