ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა

კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა

კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეხვედრისას სერგეი ლავროვმა და კიმ ჩენ ინმა ორმხრივი ურთიერთობებისა და მომავალი კონტაქტების საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში გუშინ ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩოი სონ ჰუისთან მოლაპარაკებები გამართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.