ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იური უშაკოვი - რუსეთის დელეგაცია სტამბოლში განიხილავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს - დელეგაციის შემადგენლობა ამის საფუძველზე განისაზღვრება

იური უშაკოვი - რუსეთის დელეგაცია სტამბოლში განიხილავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს - დელეგაციის შემადგენლობა ამის საფუძველზე განისაზღვრება

უკრაინულ მხარესთან სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დელეგაცია განიხილავს როგორც პოლიტიკურ, ასევე, მე ვიტყოდი, უამრავ ტექნიკურ საკითხს. ამის საფუძველზე განისაზღვრება შემადგენლობა“, - აღნიშნა უშაკოვმა.
მისი თქმით, შეხვედრის ადგილს სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულო და თურქეთის ხელისუფლება ადგენენ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრის შესახებ, უშაკოვმა უპასუხა, რომ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და იქ სერიოზული საკითხებით არის დაკავებული.
მისი თქმით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება, თუმცა „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.