ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის რუსეთსა და აშშ-ის, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ ორმხრივ ნდობას

მარია ზახაროვა - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის რუსეთსა და აშშ-ის, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ ორმხრივ ნდობას

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის რუსეთსა და აშშ-ის, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ ორმხრივ ნდობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მასშტაბური მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-სა და თურქეთს განმარტებები სთხოვა.

ზახაროვას თქმით, თურქეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მასშტაბური მიწოდების გარემოებები და პირობები “უკიდურესად წინააღმდეგობრივი რჩება”.

“აშშ-სა და თურქეთის მცდელობები, გამოიყენონ სამშვიდობო რიტორიკა და ამავდროულად უკრაინას იარაღი მიწოდონ, გარდაუვალად ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას,” - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ თურქეთისგან შეიძინა 70 M39 ATACMS ბალისტიკური რაკეტა, 12 M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რომელიც GMLRS და ATACMS რაკეტებს იყენებს), და ასევე ათობით ათასი კასეტური საბრძოლო მასალა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ მზად არის დაუშვას იარაღის გადაცემა, ვინაიდან ის შეესაბამება უსაფრთხოების დახმარების მიზნებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.