მარია ზახაროვა - სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა
სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა“, - განაცხადა ზახაროვამ.
სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება, დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტერიალს, ლავროვის შესაძლო მონაწილეობის გამო, ბოიკოტი გამოუცხადეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.