მარია ზახაროვა – დამასკოს აეროპორტზე ისრაელის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

დამასკოს აეროპორტზე ისრაელის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისრაელის პროვოკაციულ თავდასხმას სირიის მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.
დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა უკიდურესად საშიში შედეგებით არის სავსე, განსაკუთრებით პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების და რეგიონული დაძაბულობის გაზრდის კონტექსტში“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სირიის დედაქალაქის აეროპორტი და სხვა სამიზნე ობიექტები გუშინ დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი