ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგუს ცაჰკნა - ვიქტორ ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს

მარგუს ცაჰკნა - ვიქტორ ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს

უნგრეთი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არ იქცევა ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
"სამწუხაროდ, სწორედ ამ საკითხში, ორბანმა ნამდვილად დაიწყო თამაში მოწინააღმდეგე გუნდში," - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
ჟურნალისტებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხეს, რატომ არ შეუძლია ევროკავშირს, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად უნგრეთია, რაიმე მოიმოქმედოს ამასთან დაკავშირებით, რაზეც მარგუს ცაჰკნამ უპასუხა, რომ ევროკავშირს „კიდევ შეუძლია რაღაცის გაკეთება“.
„დაწყებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებას. არ მჯერა, რომ ეს მოხდება, რადგან ამას 26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაინც გვინდა, რომ უახლოეს მომავალში შევქმნათ სიტუაცია, სადაც 21 ქვეყანა შეძლებს ამ პროცესში წინსვლას“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.