ევროკავშირი პოლტავაზე თავდასხმაზე – კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი

ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს სასტიკი ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლის მაქსიმალური დანაკარგი და მიაყენოს ფართომასშტაბიანი განადგურება უკრაინას.
„ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთი განუწყვეტლივ ატერორებს უკრაინის მოსახლეობას თავისი უკანონო აგრესიული ომის წარმოებით, უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებით, რომელთა სამიზნე, ძირითადად, სამოქალაქო ობიექტებია“, – აღნიშნულია პიტერ სტანოს განცხადებაში.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ უკრაინამ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული თავდაცვის ლეგიტიმური უფლების შესაბამისად, შეძლოს ეფექტურად აღკვეთოს ასეთი საზარელი თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის სამხედრო პლატფორმებიდან და აგრესორი უკან დახიოს.
„ევროკავშირი კვლავაც მზადაა, გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა. ეს მიწოდება აძლიერებს უკრაინის თავდაცვას, იცავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და ამცირებს უკრაინაში ნგრევის დონეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული